|
2022-06-29 18:47:21, 524 ნახვა
ეკონომიკა
მელიქიშვილის 10 ნომერში სასტუმრო ”რამადა თბილისი” გაიხსნა
„რამადა თბილისი“ სტუმრებს 4 კატეგორიის 125 კომფორტულ ოთახს სთავაზობს. სასტუმროს რესტორნის სახელი მისი განსაკუთრებული ადგილმდებარეობის გამო შეირჩა და ერთ-ერთი უძველესი, კოლორიტული უბნის, ვერის სახელი ეწოდა. რესტორანი „ვერა“ სასტუმროს მთავარი თავშეყრის ადგილია, რომელიც სტუმრებს როგორც ევროპული, ისე ტრადიციული ქართული კერძებით მასპინძლობს. აქვეა განთავსებული ბარი, რომელშიც წასახემსებლებისა და საავტორო კოქტეილების დიდი არჩევანია. ხელსაყრელი მდებარეობა და ნათელი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების ოთახები შესანიშნავი არჩევანია კორპორაციული შეკრებების, წვეულებებისა თუ ტრენინგების დასაგეგმად. ბრენდი "რამადა" 1954 წელს შეიქმნა. დღეს ის 850-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს 60-ზე მეტ ქვეყანაში და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროების ქსელია. სასტუმროს მართავს „ამბერ ჯგუფი“, ქართული კომპანია, რომელიც ამ ბიზნესს 2019 წელს სასტუმრო "გუდაური ლოჯის" გახსნით შეუერთდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)