21:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 10:09:00, 1240 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბიზნესი“ მცირე მეწარმეებს მათ მოთხოვნებზე მორგებულ დაკრედიტებას სთავაზობს

თიბისიმ მცირე მეწარმეებისათვის ახალი პროდუქტი შექმნა - „მინი ბიზნეს სესხი/მინი აგრო ბიზნეს სესხი“, რომლის მაქსიმალური ლიმიტი  50 000 ლარია. პროდუქტი განკუთვნილია მცირე მეწარმეებისა და მცირე აგრო მეურნეობებისათვის (ხილ-ბოსტნის მაღაზიები, ბაზრობის ტიპის ობიექტებზე მოვაჭრეები, სტილისტები, აგრო მწარმეები და ა.შ.). 

სესხი შესაძლებელია გაიცეს  მცირე მეწარმეებზე ნებისმიერი მიზნობრიობით და უგირავნოდ. 
პროდუქტით სარგებლობისათვის აუცილებელია მსესხებელს ბიზნეს მიმართულებაში ჰქონდეს მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება, ხოლო აგრო მეურნეობის შემთხვევაში მინიმუმ 1 სეზონი. 

სესხის ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 60 თვემდე, დამოკიდებულია სესხის მიზნობრიობაზე და მსესხებლის რისკის პროფილზე. გრაფიკის დაგეგმვა ხდება მსესხებლის შემოსავლის მიხედვით, არასეზონური ბიზნესისათვის იგეგმება ყოველთვიური, თანაბარი გადახდები, ხოლო სეზონური ბიზნესისათვის, იგეგმება შემოსავალზე მორგებული გრაფიკი. 

მარტივია ასევე პროდუქტით სარგებლობა,  განაცხადის დაფიქსირებისა და სესხის აღების პროცესი. სასესხო  განაცხადის დამუშავება ხდება ავტომატურ რეჟიმში და  მსესხებლის ბანკში ვიზიტის გარეშე, მომხმარებელი პასუხს განაცხადის დაფიქსირებიდან  რამდენიმე საათში მიიღებს.

აგრეთვე გამარტივებულია ხელშეკრულებების დადასტურების პროცესი, შესაძლებელია, სესხის გაცემა დადასტურდეს SMS-ით, რაც ასევე ასწრაფებს, ამარტივებს სესხის გაცემის პროცესს. 

 

    

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics