21:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 19:50:05, 1504 ნახვა

ეკონომიკა
Summer drift party რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე

12 ივნისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე Summer drift party-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 

პირველ ეტაპზე შეჯიბრება ჯიმხანა გაიმართა, რომელშიც 20-მა მოყვარულმა და პროფესიონალმა მრბოლელმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეები ერთმანეთს კონკრეტული ტრაექტორიის უმოკლეს დროში დაფარვაში შეეჯიბრნენ. გამარჯვება ახალგაზრდა მრბოლელმა სანდრო თავართქილაძემ მოიპოვა, რომელსაც საჩუქრად ფულადი ჯილდო - 5000 ლარი გადაეცა.

ღონისძიების მეორე ნაწილი „Twin drift competition“-ს დაეთმო. შეჯიბრებაში, ტრადიციული დრიფტისგან განსხვავებით, ორ-ორი დრიფტერი მონაწილეობდა. საუკეთესო შედეგი ჯაბა სოროზანიშვილმა და მათე როჭიკაშვილმა აჩვენეს, რომელთაც საჩუქრად 1000 ლიტრი საწვავი გადაეცათ. 

ღონისძიების დასასრულ, მონაწილეებმა მაყურებელს კიდევ ერთი სანახაობა აჩვენეს. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე „დრიფტ მატარებელში“ მონაწილეობა 10-მდე დრიფტერმა მიიღო. 

გუგა კირვალიძე, ორგანიზატორი: „მიხარია, რომ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე კიდევ ერთხელ გავაერთიანეთ ავტომოყვარულები. დღევანდელ შეჯიბრებაში მონაწილეები გვყავდა როგორც წრიული რბოლიდან, ისე აღმართის დაძლევიდან, პროფესიონალი დრიფტიდან, ასპარეზობდნენ მოყვარულებიც. დღეს ჩვენმა დრიფტერებმა მაყურებელს ძალიან კარგი შოუ აჩვენეს და ვფიქრობ, ეს ემოციები დიდხანს გაგვყვება“. 

 რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე Summer drift party „თეგეტა ჰოლდინგისა“ და ნავთობკომპანია „გალფის“ მხარდაჭერით გაიმართა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics