21:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 12:02:45, 1066 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილი ამერიკული კომპანიის „Land O’Lakes Venture37“ აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ ელენბერგერს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამერიკული კომპანიის „Land O’Lakes Venture37“  აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ ელენბერგერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“   მიმდინარეობის და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ერთიანი ძალისხმევით ჩვენ მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს  მესაქონლეობის სექტორში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, ქვეყნისთვის სანაშენე მეურნეობის განვითარების, საძოვრების  ეფექტიანი მართვის,  ცხოველთა საკვები ბაზის რაოდენობის გაზრდის და საკვები ბაზის შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობის მნიშვნელობის საკითხი.

როგორც ჯონ ელენბერგერმა აღნიშნა, სექტორში მიღწეული პროგრესი თვალსაჩინოა და თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის და უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

საქართველოში ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA)  მიერ დაფინანსებულ პროექტს „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ ამერიკული კომპანია Land O’Lakes Venture37 „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“ ერთად ახორციელებს.  

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics