21:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 16:14:02, 1153 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ შამუგია, აფხაზეთის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, აფხაზეთის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. 

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, 23 მაისს აფხაზეთის დღე აღინიშნება. აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება ტარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აფხაზეთთან ჩვენ გვაერთიანებს საერთო ისტორია, კულტურა, თანაცხოვრება. აფხაზეთი დღეს ოკუპირებულია; ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთიანობა აღდგეს, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი, ერთიანი სახელმწიფო", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მთაწმინდის პარკში აფხაზეთობის ღონისძიებაზე საზოგადო მოღვაწეების აფხაზეთში გადაღებული დღემდე უცნობი ფოტოების გამოფენა მოეწყო, გაიმართა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ფილმის ჩვენება და ციფრული მუზეუმის საშუალებით სტუმრებმა უნიკალური ძეგლები ვირტუალურად დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, 2014 წლიდან, 23 მაისს „აფხაზეთობა“ აღინიშნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics