21:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 16:01:04, 1050 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო - ადგილობრივი ექსპორტის სტაბილური ზრდა ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს

ეკონომიკის სამინისტრო - ადგილობრივი ექსპორტის სტაბილური ზრდა ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს.

წლების განმავლობაში ადგილობრივი ექსპორტის სტაბილური ზრდა ნათლად მიანიშნებს ადგილობრივი წარმოების ზრდასა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე", - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსიმა, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ ადგილობრივი ექსპორტის ბოლო მონაცემების კომენტირებისას განაცხადა.
 

მისი თქმით, აპრილში ადგილობრივი ექსპორტის 16 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, ხოლი იანვარ-აპრილის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი 37 პროცენტზე მეტად არის გაზრდილი და ნომინალურ გამოხატულებაში 1,207 მლნ. აშშ. დოლარს აჭარბებს.
 

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქცია კონკურენტულია არამხოლოდ შიდა არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. „ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ ადგილობრივი წარმოების სტიმულირება წარმოადგენს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას", - აღნიშნავს დეპარტამენტის უფროსი.

ქვეყნების მიხედვით, ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში, აშშ-ში, ბულგარეთში, შვეიცარიაში და თურქეთში. ხოლო პროდუქტებიდან გაიზარდა ფეროშენადნობის, ქიმიური მრეწველობის პროდუქციის, წიაღისეულის და მსუბუქი მრეწველობის პროდუქციის ადგილობრივი ექსპორტი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics