21:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-18 21:15:40, 1479 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსს და სოფლის მეურნეობისა და სურსათის საკითხებში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები და რეფორმები. საუბარი შეეხო ქვეყანაში ამჟამად არსებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივას რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით. 

შეხვედრაზე, ძირითადად, ყურადღება გამახვილდა იმ პროგრამებზე, რომლებსაც მსოფლიო ბანკი სოფლის მეურნეობის სექტორში აფინანსებს, მათ შორისაა: ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ამ პროექტის მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალშიც ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics