21:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-14 12:02:39, 1346 ნახვა

ეკონომიკა
ზურაბ აზარაშვილი ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა, ფარმაცევტული და კლინიკური სფეროს წარმომადგენლებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მინისტრის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, იაფი და ხარისხიანი მედიკამენტები  ხელმისაწვდომი გახდა, რამაც მოსახლეობას წამლებთან დაკავშირებული ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, 2022 წლის მარტი -აპრილის მონაკვეთში, თურქეთიდან იმპორტირებული წამლები 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა, რაშიც 35 მილიონი ლარით ნაკლები გადაიხადა.

 შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტულ სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  წლის ბოლომდე, საქართველოში მოქმედი ყველა ფარმაცევტული საწარმო და საბითუმო დისტრიბუტორი GMP/GDP სტანდარტზე უნდა გადავიდეს.

მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამინისტრომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური,  DRG-ის  პილოტური პროექტი დაიწყო. აღნიშნული სისტემა,  2022 წლის ბოლომდე, ყველა კლინიკაში ამოქმედდება.

შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა ბიზნესის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. მხარეებმა ფარმაცევტულ და კლინიკურ სექტორში არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ის შესაძლებლობები, რაც სამინისტროს მათ მხარდასაჭერად  გააჩნია. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics