20:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-11 11:50:33, 1255 ნახვა

კომენტარი
კობახიძის განცხადებით, იმის მტკიცება, რომ პატიმართა გათავისუფლება შეთანხმების ნაწილია, ყველანაირ ზღვარს სცდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმის მტკიცება, რომ პატიმართა გათავისუფლება შეთანხმების ნაწილია, უბრალოდ ყველანაირ ზღვარს სცდება.

მისი თქმით, ელჩებს სწორედ ამიტომ მიმართავენ, რომ მათ დააზუსტონ, რა იყოს კონკრეტულად შეთანხმების ნაწილი.

„ეს არის ისეთი აბსურდი, რომლის მტკიცება უბრალოდ ყველანაირ ზღვარს სცდება. აქედან გამომდინარე ჩვენ იძულებულნი ვიყავით დაგვეფიქსირებინა ჩვენი მკაფიო პოზიცია, ბუნებრივია, ელჩების თანდასწრებით ვერც ერთი მმართველი პარტია ვერ გააფორმებს შეთანხმებას იმის თაობაზე , რომ ის უნდა ჩაერიოს უკანონოდ სასამართლოს საქმიანობაში პროკურატურისა და პრეზიდენტის საქმიანობაში. ის რასაც ოპოზიცია ამტკიცებს აბსოლუტური აბსურდია. ახლა ველოდებით პასუხს იმასთან დაკავშირებით თუ რაში იყო საქმე. ესაა ჩვენი თხოვნის არსი. გვინდა ელჩებს ვთხოვოთ, რომ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რა იყო შეთანხმების შინაარსი , იყო თუ არა  შეთანხმების შინაარსი უკანონო ჩარევა სასამართლოს, პროკურატურისა და პრეზიდენტის საქმიანობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics