|
2020-05-06 10:55:08, 1119 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო იქნება, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება, ბუნებრივია, ამ გზას მივმართავთ
„თუ ჩვენ დაგვჭირდება, ისევ და ისევ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და სპეციალისტების რჩევებიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობა მცირე ხნით გაგრძელდეს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ამ გზას მივმართავთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, სადაც შესაძლებელი იყო, ხელისუფლებამ გარკვეული შეზღუდვები ვადაზე ადრე მოხსნა. „საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი გაცემა რთულია, რადგან მსოფლიოში ვერავინ აკეთებს პროგნოზს იმის შესახებ, თუნდაც ერთი კვირის შემდეგ რა მდგომარეობა იქნება. მოვლენები სწრაფად იცვლება, ყოველდღიურად ახალი გადაწყვეტილებების მიღება ხდება საჭიროა და იქ სადაც საჭირო გახდა და შესაძლებელი, რომ დაჩქარებულიყო ჩვენს მიერ დაანონსებულ გეგმაში გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნა, ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ, გადავდგით ამ მიმართულებით ნაბიჯები და ასეც მოვიქცევით სხვა შემთხვევაშიც", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)