20:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 15:02:45, 1292 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე მედ პერსონალს - თქვენ ხართ გმირები და თქვენი დახმარებით ჩვენ შევძელით და ვზეიმობთ ამ წარმატებას

არავინ იცოდა თუ რა საფრთხის შემცველი იყო კოვიდ ინფექცია მთელი მსოფლიოსთვის და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითოეული ქვეყნის სადარაჯოზე მდგარიყვნენ ისეთი გმირები რომლებიც დღეს თქვენ ხართ ჩვენთვის და თქვენი დახმარებით ჩვენ შევძელით და ვზეიმობთ ამ წარმატებას - ამის შესახებ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, კატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, მედ პერსონალი სწორედ ის ხალხია ვინც არ შეუშინდა არცერთ გამოწვევას.

„გამორიცხულია ვერ დავინახოთ, არ დავაფასოთ და თითოეულმა ჩვენგანმა სამადლობელი სიტყვები არ გითხრათ თქვენი დამსახურებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს არ არის დარბაზში და ვერ გვერთვება ეკრანიდან დისტანციურად - ყველა ექიმს, ყველა მენეჯერს, ყველა ექთანს და ყველა მძღოლს, რომელიც პირველივე დღიდან ჩაერთო კოვიდ ინფექციასთან ბრძოლაში. თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც არ შეუშინდა არცერთ გამოწვევას, მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ისევე როგორც საქართველომ, მსოფლიომაც არ იცოდა, რა საფრთხის შემცველი იყო კოვიდ ინფექცია და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითეული ქვეყნის სადარაჯოზე მდგარიყვნენ ისეთი გმირები, რომლებიც დღესდღეობით თქვენ ხართ ჩვენთვის. თქვენი დახმარებით ჩვენ შევძელით და ვზეიმობთ ამ წარმატებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics