20:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 19:14:32, 1312 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - ბევრი გადაწყვეტილება განიხილება იმ ფორმატში, სადაც განხილვას პარტიის თავმჯდომარე წარმართავს

„მთელი რესურსი, როგორც ხელისუფლების, ასე მმართველი პარტიის არის მობილიზებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავიზღვოთ თავი პრობლემებისგან, ეპიდემიის შემდგომი გავრცელებისგან და ამ ყველაფრის შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე ხედავს",-ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პატიას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და მობილიზაციის, სრული კონცენტრაციის და  კარგი მუშაობის დამსახურებით ცდილობს არსებულ გამოწვევებთან ბრძოლას.

„ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ პარტიას, აქედან გამომდინარე, პარტიის რესურსის სრული მობილიზება, რა თქმა უნდა, თავმჯდომარის ორგანიზებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესის სწორად სამართავად.  მობილიზაციის ეს ხარისხი რომ არ ყოფილიყო უზრუნველყოფილი, როგორც ხელისუფლების, ასევე მმართველი პარიის, ბუნებრივია პრობლემები იქნებოდა მეტი და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და ვახერხებთ ამ პრობლემების გადაჭრას და ეს არის სწორედ ამ მობილიზაციის, სრული კონცენტრაციის და ძალიან კარგი მუშაობის დამსახურება",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics