21:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-29 15:51:56, 1332 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა

„ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა. ეს აღიქმება როგორც არამეგობრული ნაბიჯი და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აქამდე არ მივა საქმე", - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა მკაფიო პოზიცია გამოხატა და ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან.

„კარგია, რომ პირველი ინფორმაცია, რომელიც წამოვიდა სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, არის დადებითი, კერძოდ, ვგულისხმობთ იმ განცხადებებს, რომლებიც გააკეთეს, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც აცხადებს, რომ ის, სავარაუდოდ, არ დაუჭერს მხარს სააკაშვილის დანიშვნას, ასევე, იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიცე-პრემიერად ის უკვე აღარ განიხილება. თუმცა, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა. ეს აღიქმება როგორც არამეგობრული ნაბიჯი და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აქამდე არ მივა საქმე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics