21:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-29 15:31:33, 1354 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - იგეგმება მოწყვლადი ჯგუფების, უსახლკარო მოსახლეობის ტესტირება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადების თანახმად, ანტიკრიზისულ გეგმაში მოწყვლად ჯგუფებს, როგორიცაა უსახლკარო მოსახელობა ჩაუტარდება ტესტირება და ასევე სხვადასხვა მიდგომები იგეგმება მათი კუთხით.

მანა სევე განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ გამოჩენილი ინიციატივა, მედია წარმომადგენლების ტესტირების შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან განიხილეს და მისი დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება.

„რესპუბლიკური საავადმყოფო დამოუკიდებლად ვერ დაიწყებს ჟურნალისტების ტესტირებას, თუმცა ის ინიციატივა რომელზეც მე ვისაუბრე რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ იყო წარმოდგენილი და ამ დეტალებზე ვისეუბრეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. შემუშავდება ალგორითმი და მისი დამტკიცების შემდეგ ესეც ამოქმედდება.

მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა დაინფიცირების რისკი მაღალია, როგორიცაა უსახლკარო ადამიანები ამ შემთხვევაში გვაქვს კონკრეტული გეგმები, იგეგმება ტესტირებაც, ასევე სხავდასხვა მიდგომები, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც იყოს უსაფთხოდ.

ჩვენთვის მნიშნელოვანია ეფექტურობა და შედეგი, დღეს-დღეისობით ჩვენ ვართ ეფექტურები და გვაქვს შედეგი, აქედან გამომდინარე ჩვენი შემდგომი ნაბიჯები იქნება თანმიმდევრული და მიზნობრივი, მსგავსი მიდგომა აქვს ევროპის ნებისმიერ ქვეყანას, როგორიც არის გერმანია, შვეიცარია და ავსტრია, აქედან გამომდინარე ჩვენი მიდგომა დარჩება იგივე როგორიც არის, იმ განსხვავებით, რომ ჩვენ ვაფართოვებთ ჯგუფებს. ჩვენ ვართ უფრო მიზნობრივები და ჩვენი ეფექტურობაც მეტად იზრდება.

ტესტების ტარიფები დადგენილია, ეს ტარიფები და ანაზღაურება სახელმწიფო პროგრამაშია, ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან. კომპანიებს განაცხადი შემოაქვთ მუდმივ რეჟიმში, აქედან გამომდინარე მათი რიცხვიც არის ცვალებადი, ეს არის ერთი ათეული, რეგულირების სააგენტო განიხილავს მათ მდგომარეობას და ჩვენ ეტაპობრივად ხელს ვუწყობთ მათ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.   





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics