|
2020-04-24 17:18:47, 1864 ნახვა
კომენტარი
თურნავა - ოპოზიციას სათქმელი არ დავუტოვეთ, ამიტომ ხან ერთ რაღაცას იტყვიან, ხან მეორეს, მაგრამ ვერც ერთი ნათქვამი მიზანში ვერ გაარტყეს
ოპოზიციას სათქმელი არ დავუტოვეთ, ამიტომ ხან ერთ რაღაცას იტყვიან, ხან მეორე, მაგრამ ვერც ერთი ნათქვამი მიზანში ვერ გაარტყეს, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ოპოზიციის მხრიდან ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკას. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა საყოველთაოა, რადგან დახმარებას უწევს როგორც ოფიციალურად დასაქმებულებს, ასევე თვითდასაქმებულ ადამიანებსაც. „თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ ოფიციალურად დასაქმებულებს, არამედ თვითდასაქმებულებსაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი პროგრამა არის საყოველთაო და არც ერთი კატეგორია არ გვინდა რომ გამოგვრჩეს. რაც შეეხება ოპოზიციას, მოკლედ ვიტყვი, სათქმელი არ დავუტოვეთ ჩვენ ოპოზიციას, ამიტომაც ხან ერთ რაღაცას იტყვიან, ხან-მეორეს, მაგრამ ვერ გაარტყეს მიზანში ვერც ერთი ნათქვამი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)