|
2020-04-24 14:42:58, 1219 ნახვა
კომენტარი
გახარია - კომერციულ ბანკებს მიეწოდება 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კომერციულ ბანკებს მიეწოდება 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი. მანვე აღნიშნა, რომ ბიზნესისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მილიონი ლარი „კომერციულ ბანკებს მიეწოდება 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი. ფაქტობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბანკებისთვის ლარის რესურსს ვაგრძელებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკებს გაუჩნდებათ ხელმისაწვდომი ლარის შედარებით იაფი რესურსი, რომელიც, რა თქმა უნდა, გადაცემული იქნება პირველ რიგში ეკონომიკაში და ბიზნესისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მილიონი ლარი, რასაც ექნება მიზნობრივი მიმართულებები და ეს მიზნობრივი მიმართულებები გახლავთ შემდეგი: საკრედიტო საგარანტიო სქემა, რომლისთვისაც განსაზღვრული იქნება 300 მილიონი ლარი, ეს არის უარესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მეწარმეების დასაქმებისთვის. რა თქმა უნდა, ძირითადი მიმართულება მცირე და საშუალო მეწარმეები იქნებიან. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ინსტრუმენტით შეძლებთ ორი მილიონი პორთფელის აწევას, რაც ნიშნავს იმას, რომ გარანტიის სახით სახელმწიფო მისცემს სესხის 90%-ზე. იმ კომპანიებს, რომლესაც აქვთ ძელი სესხები, რესტრუქტურიზაციის სახით, სახელმწიფოს შეეხიდება 30%-ის გარანტირების ნაწილში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)