21:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 11:56:15, 1260 ნახვა

კომენტარი
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული - ჩვენთან მსუბუქი ავტომობიის გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ მოხსნილა

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში  საგაზაფხულო სამუშაოების დროულად ჩატარების პრობლემა არავის არ ექნება.

მანვე განმარტა, რომ მათთან არსებული რეალობიდან გამომდინარე, მსუბუქი ავტომობიის გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ მოხსნილა,

მათ საჭიროებისამებრ უკავშირდებიან მსხვილი ფერმერები და ინდივიდუალურად ეძლევათ გადაადგილების საშუალება.

„ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, შეზღუდვები არ მოხსნილა, საჭიროებისამებრ გვიკავშირდებიან მსხვილი ფერმერები და ინდივიდუალურად ეძლევათ გადაადგილების საშუალება. კახეთში სხვა მოცემულობაა, რაჭაში მაგალითად, აბსოლუტურად - სხვა. აქ შორ მანძილზე არ უწევთ გადაადგილება, აქ მოსახლეობას თავიანთი ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები ახლოს აქვთ. ჩვენთან საგაზაფხულო სამუშაოების დროულად ჩატარების პრობლემა არავის არ ექნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კუთხით შეღავათები არ დაგვიწესებია, რადგან ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics