|
2020-04-19 12:55:09, 1489 ნახვა
კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი - ექიმი არ ვარ, მაგრამ მგონია, თუ ადამიანს სჯერა, თუ მტკიცეა, მისი იმუნური სისტემაც ძლიერდება
ექიმი არ ვარ, მაგრამ მგონია, თუ ადამიანს სჯერა, თუ მტკიცეა, მისი იმუნური სისტემაც ძლიერდება, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. როგორც მეუფემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააღდგომო ლიტურგიისას ეკლესიაში იყო დაცული დისტანცია. „ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც სასულიერო პირი ასეთი წესრიგის, რაც ტაძარშია, რომელიც ყოველთვის სანატრელი გვქონდა ხოლმე, რადგან ყოველთვის ძნელია ამ რეგულაციების დაცვა. ვიცი ადამიანები, რომლებმაც საათ ნახევარი, ორი საათი ფეხით აირეს, რომ მოსულიყვნენ. 2 საათი ფეხით იარეს, აქ დარჩნენ, ახლა 6 საათამდე აქ უნდა იყვნენ, აქედან სახლში კიდევ ფეხით უნდა წავიდნენ. ასეთ შრომას რომ გასწევს ადამიანი, რატო? რისი გულისთვის?! გასართობად მოდის ახლა აქ ადამიანი თუ რა?! ადამიანი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცისთვის მოდის და ასეთი რაღაც რომ მოხდება, როგორ შეიძლება აქედან მერე პანდემია და ეპიდემია გავრცელდეს, პირიქით, ექიმი არ ვარ, მაგრამ მგონია, თუ ადამიანს სჯერა, თუ მტკიცეა, მისი იმუნური სისტემაც ძლიერდება“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)