|
2020-04-18 16:43:06, 1466 ნახვა
კომენტარი
ECB-ის ვიცე-პრეზიდენტი - ქვეყნებში რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება არსებული შეზღუდვები, ეკონომიკაზე ზემოქმედება მით უფრო დიდი იქნება
უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში, არაერთი ქვეყნის ეკონომიკა იზარალებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, ეს ყველაზე ცუდი ეკონომიკური ვარდნა იქნება „დიდი დეპრესიის“ შემდეგ. „დიდი გაურკვევლობაა და ამგვარი გაურკვევლობის გათვალისწინებით, საჭიროა რამდენიმე სცენარის განსაზღვრა და ანალიზი”, - განმარტავენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში. სსფ-ის ცნობით, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ეკონომიკაზე გავლენა მეორე კვარტალში უფრო დიდი იქნება. პირველ კვარტალთან შედარებით, იქნება 20%-იანი ვარდნა. ეს ასევე გავლენას მოახდენს საზოგადოებრივ ფინანსებსა და ფინანსურ ბაზრებზე. „საკვანძო მნიშვნელობა ექნება სახელმწიფოებში არსებულ შეზღუდვებისა და ჩაკეტვის ხანგრძლივობას. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უფრო დიდი იქნება ზემოქმედება. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყება. ეს შეამცირებს უარყოფით გავლენას ეკონომიკაზე და წლის მეორე ნახევარში ზრდის დადებით მაჩვენებლებს დაფიქსირდება. 2020 წლის და 2021 წლის მეორე ნახევარში, ეკონომიკის გამოჯანმრთელება რთული იქნება“, - განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)