|
2020-04-17 17:21:41, 1652 ნახვა
კომენტარი
ქეთევან ციხელაშვილი უკანონო ბორდერიზაციაზე - ახლა მთავარია ბორდერიზაციის ფაქტის შეკავება და მკაფიო შეფასება
„ახლა მთავარია ბორდერიზაციის ფაქტის შეკავება და მკაფიო შეფასება", - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ განახლებულ უკანონო ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი. „საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლა, რაც არ არის საუბედუროდ სიახლე, მაგრამ აი ამ მძიმე ფონზე, როდესაც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ამგვარი მოქმედებები წარმოაჩენს ძალიან კარგად საოკუპაციო რეჟიმის სახეს. ჩვენ უკვე ჩავრთეთ ყველა არსებული მექანიზმი, პირადად მე ვესაუბრე ჟენევის თანათავმჯდომარეებს ისევე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა პარტნიორთან ჰქონდა უკვე კომუნიკაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, შევატყობინეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ვთხოვეთ, რომ გააძლიეროს ასევე პატრულირება ადგილზე, იქ იმყოფებიან რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება. ამოცანა და მიზანი გახლავთ ის, რომ ერთის მხრივ მოხდეს აი ამ ფაქტის მკაფიო შეფასება და ყველაზე მთავარი - შეკავება, იმიტომ რომ ეს ქმნის დამატებით უსაფრთხოების და მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევებს ადგილზე", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)