|
2020-04-14 19:34:48, 1622 ნახვა
კომენტარი
გახარია - სურსათის მარაგზე, განსაკუთრებით, 9 საბაზისო პროდუქტზე, არანაირი რისკები ქვეყანაში არ არსებობს, და არც იარსებებს
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, რომ „ევრაზიულმა კავშირმა" ექსპორტი აკრძალა და ა.შ. სასურსათო მარაგების, განსაკუთრებით, იმ 9 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე, რომლის ჩამონათვალიც არსებობს, არანაირი რისკები ქვეყანაში არ არსებობს, მეტსაც გეტყვით, არც იარსებებს - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ამ პროდუქტების შეძენის ფინანსური შესაძლებლობა. „სასურსათო პროდუქტების პრობლემა არ იქნება. ჩვენ, მთავრობამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ არ ჰქონდეთ ფინანსური შეზღუდვა, ეს პროდუქტები შეიძინონ. ეს იქნება მთავარი გამოწვევა ეკონომიკისა და ჩვენი, თორემ პროდუქტი იქნება საკმარისზე მეტი,"- განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)