00:48 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
„ლიბერთი ბანკის“ ხელშეწყობით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტული მანიფესტი განხორციელდა

25 მაისს, „ლიბერთი ბანკის“ ხელშეწყობით „თბილისი დარბის გმირებისთვის"  - ამ სახელწოდებით გაიმართა 5 კილომეტრიანი გარბენი ლისის ტბაზე. გარბენში ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება, რომელიც საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემასა და მათი სახელების უკვდავყოფას ისახავდა მიზნად.

ნიკოლოზ გაგუა: მთავრობისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა სამუშაო შეხვედრაზე „მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების გზები და მათი საქმიანობის ხელშეწყობა“ მისასალმებელი მოხსენებით წარდგა.

ქართულმა ღვინოებმა პოლონეთის საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლები დაიმსახურა

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში „GALICJA VITIS 2017", ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია  „მეღვინეობა შილდა"-ს ღვინოებმა - „ქისი 2015" (თეთრი მშრალი)  და „მუკუზანი 2015" (წითელი მშრალი) ოქროს მედლები დაიმსახურა.  

დიმიტრი ქუმსიშვილი პრეზენტაციას „ნეტო აღრიცხვის რეგულირება საქართველოში“ დაესწრო

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ,,ექსპოჯორჯია“-ში გამართულ პრეზენტაციას - „ნეტო აღრიცხვის რეგულირება საქართველოში“ დაესწრო.

გიორგი გახარიამ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა

მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ბათუმში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია დაესწრო. 

 

პრემიერი: განსაკუთრებული ემოცია გეუფლება, როდესაც ქვეყანაში უმაღლესი სტანდარტის საწარმო იხსნება

40 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია და თანამედროვე სტანდარტების ახალი საწარმო გურიის რეგიონში, - სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმოს გახსნის ცერემონიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

DCFTA-ს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში მეწარმეებთან და ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ორგანიზებით, ოზურგეთში   ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

PSP-ს ახალი აფთიაქი თბილისში, შარტავას ქუჩაზე გაიხსნა
საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კიდევ ერთი იორდანიული ავიაკომპანია იწყებს

25 ივნისიდან ამანი - ბათუმი - ამანის მიმართულებით იორდანიული ავიაკომპანია "Royal Wings"  მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელებას იწყებს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ბიზნეს-ასოციაციისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შესახებ ესაუბრა.

DCFTA-ს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ, კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ორგანიზებით,  ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.  

„თიბისის“ ავტოდაზღვევის შეძენისას ავტომობილის შემოწმება უფასოდაა შესაძლებელი

„თიბისი“ დაზღვევამ მძღოლებისთვის აქცია დაიწყო. 

გაემგზავრეთ პრაღაში მხოლოდ 200 ლარად

ერთგული ბარათი შესაძლებლობას გაძლევთ  თბილისი-პრაღის ორმხრივი ბილეთი მხოლოდ 200 ლარად შეიძინოთ. 

23 ივნისს, „ვითიბი ბანკის“ თასზე, საცხენოსნო ტურნირი იწყება

23 -დან  25 ივნისის ჩათვლით სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე გაიმართება   მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ვითიბი ბანკის თასზე - VTB CUP. 

„ლიბერთი ბანკი“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერებს შეუერთდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. კამპანიას „ლიბერთი ბანკი“ შეუერთდა, რომელიც, მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში, ჯილდოს ფინალისტებს, მასწავლებელთა ეროვნული ცენტრის პროგრამებში გამოვლენილ წლის მასწავლებლებსა და ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებს დაასაჩუქრებს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics