„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლში კომბინირებული საკვების მწარმოებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმო გარდაბნის მუნიციპალიტეტში, - შპს “მჯ ინტერნაციონალ ჯორჯია“, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ, ქვემო-ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან ზაურ დარგალთან ერთად მოინახულა.