20:42 - 28 May, 2026
|
2023-06-05 17:43:21, 1555 ნახვა
ომი უკრაინაში
მარკ მილი - უკრაინა ძალიან კარგად არის მომზადებული, თუმცა ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა შედეგები მოჰყვება კონტრშეტევას
უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევებისთვის ძალიან კარგად არის მომზადებული, - ამის შესახებ ამერიკელმა, გენერალმა მარკ მილმა CNN-თან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა არის ომში, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხეა, როგორც უკრაინისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. მარკ მილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად კარგად მომზადებისა, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა შედეგები მოჰყვება კონტრშეტევებს. "უკრაინა ომშია, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხეა უკრაინისთვის და გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს დანარჩენი მსოფლიოსთვის - ევროპისთვის, ამერიკისთვის, თუმცა ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის", - თქვა მარკ მილმა. შეგახსენებთ, 3 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა კონტრშეტევების დასაწყებად მზადაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)