09:13 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-03 10:55:18, 1674 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა მზადაა დაიწყოს კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად

უკრაინა მზადაა დაიწყოს დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად,- აღნისნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, კიევს იმედი აქვს, რომ კონტრშეტევა ომის დინამიკას შეცვლის.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ... სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება. შეიძლება, ვითარება სრულიად განსხვავებული გზით წავიდეს, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ამისთვის მზად ვართ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისისვე თქმით, გასულ თვეში უკრაინა კონტრშეტევის დაწყებას დასავლური ჯავშანტექნიკის ჩამოსვლამდე უნდა დაელოდებინა. ის დასავლეთის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად დიპლომატიურ სწრაფვას ახორციელებდა, ეძებდა უფრო მეტ სამხედრო დახმარებას და იარაღს, რაც უკრაინის გეგმების წარმატების გასაღებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics