|
2015-07-30 12:48:32, 395 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: თუ MAP-ს ვერ მივიღებთ, ეს არ იქნება საქართველოს დასასრული, მაგრამ იქნება ტრაგედია
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ვარშავის სამიტზე MAP-თან დაკავშირებით საქართველოს კონკრეტული პასუხი უნდა გასცეს. ამის შესახებ ხიდაშელმა ავსტრიულ გერმანულენოვან გაზეთ Kurier-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოთმინების რეჟიმში ყოფნა აღარ შეუძლია. „თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მაშინ უკრაინით აღარ დაკმაყოფილდება. არ შეიძლება ნატომ ან ევროკავშირმა მომავალშიც ისე იმოქმედონ, როგორც ამას დღეს აკეთებენ მხოლოდ რეაქციის სახით. ბევრი საშუალება არსებობს, აქ დედაქალაქებში ბევრი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. სამწუხაროდ, თბილისში ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. ჩვენ საკუთარი არჩევანი გავაკეთეთ. 2016 წელს ნატოს ვარშავის სამიტმა კონკრეტული პასუხი უნდა გაგვცეს. დადგა მომენტი, როდესაც ჩვენ კიდევ მოთმინების რეჟიმში ყოფნა აღარ შეგვიძლია“, - განაცხადა ხიდაშელმა. რაც შეეხება კითხვას - „არის თუ არა ნატო-სთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი ის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე რუსული შენაერთები დგანან და რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა?“, როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, გაწევრიანების პროცესში შესაძლებელია, მაგრამ მაპის მიღებასთან დაკავშირებით ამ ფაქტორს ვერ ხედავს. ჟურნალისტის კითხვაზე, მოხდება თუა არა საქართველოს ნატოში გაწევრიანება მომდევნო 10 წელიწადში, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რეალურად, ეს შესაძლებელია ნებისმიერ დროს მოხდეს. „რეალურად რომ შევხედოთ, ეს შესაძლებელია 10 წელიწადში, ერთ წელიწადში, ნებისმიერ დროს მოხდეს. მზად უნდა ვიყოთ, შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ველოდებით ჩვენს შანსს. ჩვენი მხრიდან ყველა ტექნიკური სამუშაო შევასრულეთ. ახლა რაც გვაკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება მაპის მისაღებად და საბოლოოდ, გაწევრიანება, რასაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დაგვპირდნენ. და თუ მაპს ვერ მიიღებთ... ეს არ იქნება საქართველოს დასასრული, მაგრამ იქნება ტრაგედია“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)