22:49 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-11 16:30:24, 1161 ნახვა

პოლიტიკა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით

„ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების მოგვარება, რამაც გამოიწვია უვიზო რეჟიმის შეჩერება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა ვიზების საკითხებზე ქართულ მხარესთან შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე.

„ეს არის ვიზების რეგულირების მექანიზმის სტანდარტული პროცედურა, რომელიც აქტიურდება ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ.

ეს მოჰყვება 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებდა უვიზო რეჟიმის 12 თვით შეჩერებას დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ასევე მინდა გავიხსენო ის გარემოებები, რამაც გამოიწვია შეჩერება. ეს ეხება საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics