|
2015-07-28 15:53:20, 715 ნახვა
პოლიტიკა
სასჯელაღსრულების სამინისტრო: ბობოხიძის შეწყალება დადგენილი სტანდარტული პროცედურის დაუცველად მოხდა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, მსჯავრდებულ ბობოხიძის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, უწყების ოფიციალურ პოზიციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პასუხს არ იზიარებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, პენიტენციური დაწესებულება მოკლებულია შესაძლებლობას, შეწყალების საკითხთა კომისიის მოთხოვნის გარეშე, საკუთარი ინიციატივით, გასცეს ინფორმაცია, მაშინ როდესაც მისთვის უცნობია, როდის განიხილება კონკრეტული პირის საქმე შეწყალებასთან დაკავშირებით. " აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: 1. შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულება კონკრეტულად არ განსაზღვრავს შეწყალების საკითხის განხილვის პროცედურის ვადას. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეწყალების საკითხთა კომისიის საქმიანობაზე არ ვრცელდება ამავე კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების ერთთვიანი ვადა, რომელიც სტანდარტულია სახელმწიფო ორგანოებისთვის. აქედან გამომდინარე, პენიტენციური დაწესებულებისთვის თეორიულად წინასწარ უცნობია რა პერიოდის განმავლობაში განიხილება ამა თუ იმ მსჯავრდებულის საქმე და შესაბამისად, რა პერიოდის განმავლობაში მოქმედებს ვალდებულება შეწყალების საკითხთა კომისიისთვის ამ კონკრეტული მსჯავრდებულის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. 2. შეწყალების საკითხთა კომისია პრაქტიკაში წინასწარ არასოდეს აცნობებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებებს მის მიერ ამა თუ იმ მსჯავრდებულის შეწყალების საკითხის განხილვის თარიღს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება უსისტემოდ და არათანამიმდევრულად. აღნიშნული, თავის მხრივ, უკარგავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმდინარე და გასულ თვეებში განსახილველი საქმეების სათანადო კონტროლის შესაძლებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამის მოთხოვნის გარეშე, შეწყალების საკითხთა კომისიისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მექნიზმი არ არსებობს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებებს აღსასრულებლად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი ამა თუ იმ მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე და ამ გზით უწყება იღებს ინფორმაციას, განიხილა თუ არა კომისიამ კონკრეტული მსჯავრდებულის შეწყალების საკითხი",-ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რაც შეეხება კონკრეტულად მსჯავრდებულ ბობოხიძის საკითხს, უწყებაში განმარტავენ, რომ მისი შეწყალება მოხდა საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებით დადგენილი სტანდარტული პროცედურის დაუცველად, გამონაკლისის საფუძველზე. "ამ შემთხვევაში, შეწყალების წესის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შეწყალების საკითხთა კომისია, რომელიც პასუხისმგებელია პრეზიდენტის წინაშე მის მიერ გაცემულ რეკომენდაციაზე, ვალდებული იყო სრულყოფილად გამოეკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება და კიდევ ერთხელ გადამოწმების მიზნით საკუთარი ინიციატივით გამოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია. შეწყალების საკითხთა კომისია, როგორც საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, უნდა იყოს დაინტერესებული , რომ მსჯავრდებულთა შეფასებისას თითოეულ მათგანზე ფლობდეს სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმაციას და დანაშაულის პრევენციის მიზნით ვალდებულია ითვალისწინებდეს ყველა შესაძლო რისკს. აქედან გამომდინარე, იმის გამო, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებებისთვის ობიექტურად შეუძლებელია შეწყალების საკითხთა კომისიის საქმიანობის პროცედურებისა და ვადების განჭვრეტა როგორც თეორიულად, ბუნდოვანი რეგულაციებიდან გამომდინარე, ისე პრაქტიკული არათანამიმდევრული მიდგომების გათვალისწინებით, პენიტენციური დაწესებულებები შეწყალების კომისიას დამატებით ინფორმაციას აწვდიან მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. თუმცა საყურადღებოა, რომ შეწყალების საკითხთა კომისიის მხრიდან აღნიშნულ საკითხზე პრეტენზია ან ამ მექანიზმის დახვეწის ინიციატივა არასდროს გამოთქმულა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იგი არ წარმოადგენს მხარეს მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხის განხილვის პროცესში და პენიტენციურ დაწესებულებებთან ერთად ახორციელებს მხოლოდ შეწყალების საკითხთა კომისიის ტექნიკური დავალების შესრულებას. ამასთანავე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და შეწყალების საკითხთა კომისიასთან შეწყალების პროცედურების მომწესრიგებელი რეგულაციების შემდგომი დახვეწისა და შეწყალების პროცესის უფრო მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით",-აღნიშნავენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)