|
2019-10-18 11:38:16, 4348 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ეკლესია საბერძნეთის ეკლესიასთან ურთიერთობას წყვეტს
უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების გამო, რუსეთის ეკლესია საბერძნეთის ეკლესიასთან ურთიერთობას წყვეტს, - ამის შესახებ tsn.ua იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის ეკლესიის სინოდის საგანგებო სხდომაზე მიიღეს. რუსეთის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ლეგოიდამ განმარტა, რომ ურთიერთობა იქნება გაწყვეტილი ყველა იმ იერარქიებთან, ვინც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. მისივე განცხადებით, რუსეთის პატრიარქი კირილე უფლებამოსილია, რომ ლოცვებში უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა იერონიმე მეორე აღარ მოიხსენიოს, იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ლოცვით ურთიერთობაში შევა. შეგახსენებთ, 2018 წლის 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის საპატრიარქოს მეთაურ ფილარეტს კანონიკური სტატუსი აღუდგინა და ანათემა მოეხსნა. სინოდმა ასევე გააუქმა 1686 წლის გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც რუსეთის საპატრიარქოს უფლება მიენიჭა კიევის ეკლესიის მიტროპოლიტი დაენიშნა. ცნობისთვის, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირი გასული წლის 15 ოქტომბერს გაწყვიტა. მოსკოვის საპატრიარქოსა და კონსტანტინეპოლს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღების უფლება აქვს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამასთან, რუსეთის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქი უფლებების გადამეტებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება ქვეყნის ერთობას საფრთხეს უქმნის. მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის შემდეგ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, პირველმა, საბერძენთმა აღიარა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)