08:47 - 14 Aug, 2026
|
2026-06-18 10:59:58, 3865 ნახვა
რეგიონი
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
თურქეთის ხელისუფლება მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, როდესაც აუცილებელი პირობები წარმოიქმნება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა გაზეთ „Türkıye“-ს განუცხადა 16-17 ივნისს რუსეთში ვიზიტის შემდეგ. „[ნიკოლ] ფაშინიანის მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა [ნორმალიზაციისკენ]. ჩვენი პრეზიდენტის [ტაიპ ერდოღანის] დავალებით, ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის პირდაპირი ვაჭრობისა და საჰაერო მიმოსვლის დამყარება. ასევე ნათელია, რა არის გასაკეთებელი ახალ პერიოდში. ჩვენ მზად ვართ ნორმალიზაციისთვის, როდესაც აუცილებელი პირობები წარმოიქმნება“, - აღნიშნა ფიდანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)