|
2019-10-18 10:32:30, 3767 ნახვა
მსოფლიო
თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დროებით წყვეტს
თურქეთი თანახმაა, ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლი დროებით შეწყვიტოს და ქურთების ძალებს უკან დახევის საშუალება მისცეს, - ამის შესახებ BBC ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტზე მაიკ პენსიზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ოფიციალურმა ანკარამ შესაბამისი განცხადება, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიფ ერდოღანისა და მაიკ პენსის შეხვედრის შემდეგ მიიღო. მედიის ცნობით, სამხედრო ოპერაცია 5 დღით შეჩერდება, რა დროსაც ამერიკა თურქეთის მიერ გამოცხადებული ე.წ. უსაფრთხოების ზონიდან ქურთების ძალების გაყვანას ხელს შეუწყობს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 8 დღის განმავლობაში სირიაში 72 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 300 000-ზე მეტს სახლის დატოვება მოუწია. შეთანხმების მიღწევას თეთრი სახლის ხელმძღვანელიც გამოეხმაურა. ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე თურქ კოლეგას გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "ეს უდიდესი დღეა ცივილიზაციის ისტორიაში და ამით უამრავი ადამიანი გადარჩება". მანამდე ტრამპმა ერდოღანს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა, სადაც სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. თუმცა, მოგვიანებით BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერდოღანმა აღნიშნული წერილი ნაგავში მოისროლა. მრავალდღიანი დააძაბული ვითარების შემდეგ, ანკარაში ოფიციალური ვიზით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩავიდნენ. შეგახსენებთ, თურქეთმა სირიაში ჯარი 9 ოქტომბერს შეიყვანა და ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო. აღნიშნული ფაქტი ევროკავშირმა დაგმო. ევროგაერთიანების წევრმა ქვეყნებმა თურქეთის პრეზიდენტს ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს. პარალელურად ამერიკამ საკუთარი ჯარები ქვეყნიდან გაიყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)