|
2019-10-15 10:46:41, 3325 ნახვა
მსოფლიო
ამერიკამ თურქეთს სანქციები დაუწესა
სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, სასანქციო სიაში თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები მოხვდნენ. გარდა ამისა, სიაში ასევე არიან ხსენებული უწყებების ხელმძღავენელბი და აგრეთვე, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ შეწყდება. მისივე თქმით, მომავალში შეზღუდვები შესაძლოა ფინანსურ სექტორსა და ვიზის გაცემასაც შეეხოს. ცნობისთვის, თურქეთმა სირიაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო. ამის გამო, ამერიკამ სირიიდან საკუთარი სამხედროები გაიყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)