|
2019-10-02 12:36:53, 865 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: გაცემული დანაპირები ქვეყანაში იაფი ფულადი რესურსის ხელმისაწვდომების შესახებ, შესრულებულია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 2020 წლის ბიუჯეტზე საუბრისას, ყურადღება იაფ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „შვიდი წლის წინ, პირველ ოქტომბერს ხელისუფლებაში მოსულმა „ქართული ოცნებამ“ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა. გაკეთდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი. ხელისფლებამ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის იაფი ფინანსური რესურსი იქნებოდა ხელმისაწვდომი. ეს იყო უმნიშვნელოვანესი განაცხადი. 2012 წლიდან აქტივობები სოფლის მეურნეობაში თვისობრივად შეიცვალა. ამოქმედდა შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამა. იაფ ფულად რესურსზე წვდომის საშუალება მიეცა ყველა მეწარმეს, ფერმერს და გლეხს. შეღავათიანი აგროკრედიტი გულისხმობს სახელმწიფოს მიერ 5 წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის 11 პროცენტის დაფარვას ჩვენი მოქალაქეების მიერ კერძო, კომერციული ბანკებიდან აგრარული დარგის განვითარებისთვის აღებულ სესხებზე. პროგრამა წარმატებით ფუნქციონირებს 2013 წლიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებზე გაცემული დანაპირები ქვეყანაში იაფი ფულადი რესურსის გაჩენის შესახებ, შესრულებულია. აქვე მინდა აღვნიშნო, 2020 წლისთვის ამ მიმართულებით ბიუჯეტი გაზრდილია 74 მლნ ლარამდე. მოქმედი პორტფელი ნახევარ მილიარდ ლარზე მეტია, სექტორის დაფინანსებისთვის გაცემული თანხა კი 2 მილიარდ ლარს აჭარბებს“, - აღნიშნა მინისტრმა.
(NS)
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)