|
2026-08-14 15:17:26, 257 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
სომხეთში სამართალდამცავებმა კომპანია „გაზპრომ-სომხეთის“ ოთხი თანამშრომელი და ქალაქთმშენებლობის, ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების ინსპექციის ერთი თანამდებობის პირი დააკავეს. საქმე ეხება სავარაუდო მექრთამეობის ფაქტებს. როგორც რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს ანტიკორუფციულ კომიტეტში განუცხადეს, გამოძიება ეხება ახალაშენებული საცხოვრებელი სახლების გაზმომარაგების პროცესში გამოვლენილი დარღვევების იგნორირებას. კერძოდ, ბრალდებულები ქრთამის სანაცვლოდ უსაფრთხოების დადებით დასკვნებს გაეცემდნენ. საგამოძიებო უწყებას საქმის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებული ხუთი პირიდან ოთხს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ერთს — შინაპატიმრობა.
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)