16:12 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 17:24:44, 2006 ნახვა

საზოგადოება
მარტვილში, ბაღიდან ინტოქსიკაციით 15 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარტვილის მე-2 ბაგა-ბაღიდან, 15-მდე ბავშვი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უწყების ცნობით, ბავშვები მარტვილის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. 

"სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შესახებ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 15-მდე ბავშვი გადაყვანილია მარტვილის საავადმყოფოში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა-ბაღის კვების ბლოკში განახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის. შედეგების შესახებ ეცოდინება საზოგადოებას“, - აღნიშნულია სეს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics