21:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 16:14:09, 1321 ნახვა

კომენტარი
კალაძე - გამიხარდებოდა სებ-ისგან იმის მოსმენა, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ლარი დასტაბილურდეს

"გამიხარდებოდა უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ეროვნული ბანკისგან, თუ რა ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს", - ამის შესახებ თბილისის მერმა და "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. 

ამასთან, კალაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ანტისაოკუპაციო აქციებს ასახელებს. 

"ლარის კურსს რაც შეეხება, არსებული სიტუაცია არის ძალიან ცუდი და მძიმე. რა თქმა უნდა, ეს არის აქციებთან დაკავშირებული, მოვლენები როგორ განვითარდა, ეს არის ტურისტების შემცირებული ნაკადები, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, გარე ფაქტორები. ყველაფერმა ამან მოგვცა ის შედეგი, რაც გვაქვს დღეს, არის ძალიან ცუდი, ალბათ, ძალიან გამიხარდებოდა უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ეროვნული ბანკისგან, თუ რა ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული, რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული იმისთვის, რომ ლარის კურსის დასტაბილურება წავიდეს და რაც არის კურსთან მიმართებაში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, არის ზედმეტად გაუფასურებული", - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics