|
2026-06-18 19:52:27, 4807 ნახვა
პოლიტიკა
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ბაქოს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას ჟურნალისტის ცოლი, სევინჯ სადიგოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს. "სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება არ შეცვალა. აფგან სადიგოვის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. აფგან სადიგოვის წინასწარი პატიმრობის საკითხზე შეტანილი საჩივარი ბაქოს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით მოქმედ სისტემაში ეს გადაწყვეტილება უფრო სისტემის არსს გამოხატავს, ვიდრე მოსამართლის დამოუკიდებელ არჩევანს. ეს არ გამკვირვებია", - წერს ჟურნალისტის ცოლი. 9 ივნისს სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა თამთა მიქელაძემ დაწერა, რომ აფგან სადიგოვის პატიმრობა ოფიციალურად დადასტურდა. მან აღნიშნა, რომ ჟურნალისტი იმავე საქმეზე დააკავეს, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანი მისი ექსტრადიციას ითხოვდა. მანამდე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ცოლმა, 8 ივნისს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფგან სადიგოვი სახლიდან ნიღბიანმა პირებმა ძალის გამოყენებით წაიყვანეს. ცნობისთვის, 5 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის, ქვეყნიდან გააძევეს. აფგან სადიგოვს შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)