21:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 19:37:05, 3631 ნახვა

კომენტარი
​ხაზარაძე: პროკურორს 5-წუთიანი ბრიფინგით შეუძლია ქვეყნის ეკონომიკას ცელი გამოუსვას და ამაზე პასუხისმგებლობა არ იგრძნოს

"დღეს კარგად დავინახე, რომ ქვეყანა ჭაობშია",- ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

ხაზარაძემ პროკურატურის მუშაობა ნეგატიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყება უცოდინრობის პიკზეა. 

"არის ასეთი გამოთქმა, ზოგი ჭირი მარგებელია. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არ ვიცი, ალბათ უფრო საბედნიეროდ, დღეს ვიყავი აქ და კარგად დავინახე, თუ რა ჭაობშია ქვეყანა. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, როგორც "თიბისი ბანკის" თავმჯდომარე ან ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე. მანამდე თავშეკავებული ვიყავი შეფასებებში, გამომდინარე იქიდან რომ ჩემს უკან მთელი სტრუქტურა დგას, ათასობით თანამშრომელი, ბანკი, პარტნიორი. ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი არ გადამელახა ზღვარი, არ მეთქვა ის რაც გულში მქონდა. მნიშვნელოვანია შენი პოზიციის და აზრის გამო, ვინმეს ინტერესი არ დააზიანო. დღეს, დავინახე სრული ჭაობი და კარგია, რომ ეს საკუთარ თავზე შევიგრძენი. მე დავინახე უცოდინრობის პიკი პროკურატურის მხრიდან. მე ეს ადამიანები გულრწფელად მეცოდებიან. ერთ-ერთი გოგონა, პროკურორი, რომელსაც შეუძლია 5-წუთიანი ბრიფინგით საქართველოს ეკონომიკას ცელი გამოუსვას და მილიარდობით ზარალი მიაყენოს, ამაზე სირცხვილის გრძნობა არ აქვს და მას და მის ხელმძღვანელებს არავინ არ მოსთხოვს პასუხს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics