2019-07-18 13:46:49, 2307 ნახვა
კომენტარი
ხუხაშვილი: R2-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება ანტი-დასავლური განწყობებს შექმნის
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
როგორც ხუხაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სასამართლოს გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება ანტი-დასავლური განწყობებს შექმნის.
"ვინმეს მოსწონს თუ არა, გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა მისი ეჭვქვეშ დაყენება უკვე პრო კი არა, ანტი-დასავლური განწყობებს შექმნის. ამასთანავე, კრიტიკული, თუნდაც აგრესიული მედია პლატფორმის არსებობა ჩვენს სინამდვილეში აუცილებელია. მალე გამოჩნდება, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ის, რასაც ქვია ადამიანური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური რესურსი. ყველა შემთხვევაში, ახლა გადავიდნენ სიმწიფის და გუნდური მდგრადობის ტესტირების რეჟიმში. ვნახოთ", - წერს ხუხაშვილი.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან