2019-07-17 13:13:54, 1236 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი ხაზარაძეზე: რაც უფრო მეტი ბიზნესმენი შემოვა პოლიტიკაში, მით უკეთესი
„კარგია, მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვას მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლის თაობაზე.
მისი თქმით, საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი არჩევანი უნდა ჰქონდეს.
„კარგია, მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია და მე ამას მივესალმები, რომ არჩევანი საზოგადოებას ჰქონდეს რაც შეიძლება უფრო მეტი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ახალი მოძრაობის მიზანი ქვეყნის გაერთიანება და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,