|
2019-07-16 19:29:47, 1762 ნახვა
კომენტარი
თურნავა: სახელმწიფო მცირე ტიპის სასტუმროებს ფინანსური ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იმ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც ტურიზმის მხარდაჭერის ფარგლებშია შემუშავებული. მინისტრმა გამოყო სამი ძირითადი მიმართულება: მცირე ზომის სასტუმროების დახმარება ფინანსური ვალდებულებების შესრულების კუთხით, ტურისტული ბიზნესის გაფართოვების ხელშეწყობა და გლობალური პლათფორმების ჩართვა საქართველოს, როგორც უსაფრთხო და უნიკალური ტურისტული ქვეყნის ცნობადობის გაზრდის კუთხით. „ჩვენი გეგმა ტურიზმის სექტორში გამოწვევების დასაძლევად, რაც იქნა შეთავაზებული და გაცხადებული, მთავარ აქცენტს აკეთებს მცირე ზომის, უფრო საოჯახო ტიპის სასტუმროებზე. ეს ყველაზე უფრო მეტად დარტყმის ქვეშ მყოფი სექტორია და მათ ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. ეს გეგმა მოიცავს ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს -პირველი: ვინაიდან მთავარი პრობლემა ამ ბიზნესებისთვის ფინანსური ვალდებულებებია - სესხებია და მთავარი წყრო ამ სესხების მომსახურების არის ის შემოსავალი, რომლის მოლოდინი ამ სეზონზე იყო, რომ მიღებული იქნებოდა, მაგრამ რადგან ვეღარ იქნება იმ დოზით მიღებული, რა მოლოდინიც არსებობდა, მთავარი რაც იქნა შეთავაზებული, ეს არის მცირე სესხის პროცენტის თანადაფინანსება. ჩვენ კონკრეტულ კრიტერიუმებზე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, მაგრამ ერთ-ერთი მექანიზმი, რაც იქნება გამოყენებული, ეს არის „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამის ფარგლებში, ამ მიმართულების მომსახურება; მეორე: ეს უკვე შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც კონკრეტულ ტურისტულ ბიზნესებს უნდათ გაფართოება, ან ახალი ასეთი ობიოექტის შექმნა, რისთვისაც მიმართეს ბანკებს, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ინდუსტრია გამოწვევის წინაშე დადგა, შეიძლება ეს პროცესი უფრო მეტ რისკთან და დროსთან იყოს დაკავშირებული. საკრედიტო საგარანტიო სქემა, რომელიც დამტკიცებულია და არსებობს ჩვენი სამინისტროს მიმართულებით, იქნება მთლიანად ორიენტირებული ამ ტიპის ბიზნესებზე და მათ მოემსახურება იმ თვალსაზრისით, რომ დამატებით უზრუნველყოფას შესთავაზებს ბანკებს, რათა არ გაჩერდეს არა მარტო არსებული ბიზნესები, არამედ მათი გაფართოვება და პერსპექტიული პროექტებიც დაფინანსდეს; მესამე: ეს არის მარკეტინგული მიმართულება. ამაზე ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. წელს, ძირითადი აქცენტი გაკეთებულია საქართველოს პიოზიციონირებაზე გლობალური პლათფორმების მეშვეობით, - გვაქვს მიმდინარე კონტრაქტები CNN-თან, national geographic-თან, ვსაუბრობთ google-სთან. ამ გლობალური პლათფორმების მეშვეობით, მათი წვდომის არეალში იქნება მაქსიმალურად ეფექტურად საქართველოს შესახებ ინფორმაცია და ცნობადობა გატანილი. გარდა ამისა, წლის ბოლომდე დაგეგმილია 800-მდე სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტის, ბლოგერის, ტუროპერატორის ჩამოყვანა, და ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს, მხოლოდ ივნისში 200მდე ჟურნალისტი უკვე სტუმრობს საქართველოს, ჩვენ მათ ვაცნობთ ქვეყანას და ისინი დაწერენ საქართველოს შესახებ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)