|
2019-07-11 14:09:11, 1465 ნახვა
საზოგადოება
22 დღე „საქართველოს სამსახურში“ - აქციაზე ისტორიკოსები და ექსპერტები ოკუპაციის 200-წლიან ისტორიაზე ისაუბრებენ
დღეს, პარლამენტთან აქცია "სირცხვილია" 19:00 საათზე განაცხლდება. ეს მოქალაქეების პროტესტის 22-ე დღე იქნება. როგორც ღონისძიების ინფორმაციაშია ნათქვამი, მოქალაქეები, ისტორიკოსები და ექსპერტები რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის 200-წლიან ისტორიაზე ისაუბრებენ. "დღეს სამოქალაქო პროტესტის 22-ე დღეა და დღეს საქართველოს ისტორიას დავიცავთ. იმ დროს, როდესაც ვლადიმერ პუტინი ისტორიის გადაწერას ცდილობს, ხოლო მთავრობა მის მიერ მოთხრობილ ფაქტობრივ ტყუილებს, ფაქტების ინტერპრეტაციასა და სუბიექტურ შეფასებას უწოდებს, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება თავს ვალდებულად ვთვლით, მოვყვეთ სიმართლე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. დღეს საქართველოს მოქალაქეები, ისტორიკოსები და ექსპერტები ისაუბრებენ რუსეთის მხრიდან საქართველოს უკუპაციის 200 წლიან ისტორიაზე. თუ სახელისუფლებო შტოები თავად არ ზრუნავენ დაამსხვრიონ მტრის ნარატივი საქართველოს ისტორიის შესახებ, ამას სამოქალაქო საზოგადოება თავად გააკეთებს! ჩვენ ვნახეთ, როგორ ცდილობს მთავრობა "გავრილოვის ღამის" შესახებ ფაქტების გაყალბებას - სახელისუფლებო ძალები და სამთავრობო პროპაგანდისტული მედია უარყოფს მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლიან დარბევას. ამიტომ ჩვენი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მთავრობა მომხდარზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებს! გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია! გელოდებით დღეს 19:00 საათზე, პარლამენტის წინ, საქართველოს სამსახურში!", - წერია ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)