23:41 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-15 22:44:57, 255 ნახვა

ეკონომიკა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი

ქონექთი - Connect კომპანია რესპოლის განცხადებას ავრცელებს. განცხადება სოლიდუსის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გაყიდულ საწვავს ეხება, რომელიც კომპანიამ რესპოლისგან შეიძინა. რესპოლი ქართულ ბაზარზე ქონექთის ბრენდის სადგურებით ოპერირებს. 

კომპანია ადასტურებს, რომ სოლიდუსმა საწვავი მათგან შეიძინა, მათივე განცხადებით, "ის, თუ სად განახორციელებს შპს „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას" მათთან "არ თანხმდება". კომპანიის განცხადებითვე, ისინი სრულად იცავენ საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო რეგულაციებს. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ვავრცელებთ შპს „რეპსოლის“ ოფიციალურ განცხადებას:

შპს „რეპსოლი“ 2014 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნავთობპროდუქტების იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.

ბოლო დროს არსებული ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, კომპანია ახერხებს საქართველოს მოსახლეობისთვის შეინარჩუნოს სტაბილური მიწოდების ჯაჭვი და მოსახლეობას შესთავაზოს ევროპული საწვავი საუკეთესო ფასად, კომპანიის მფლობელობაში არსებული ბენზინგასამართი სადგურების ქსელის, „CONNECT“-ის მეშვეობით.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საბითუმო/კორპორატიული გაყიდვების ფარგლებში, კომპანია ახორციელებს 3000-ზე მეტი ქართული კომპანიისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდებას, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით.

მიმდინარე წელს, კომპანიისგან ბენზინის ტიპის საწვავი შეიძინა შპს „სოლიდუსმა“, რომელმაც გადაიხადა პროდუქციის ღირებულება და ეტაპობრივად ახორციელებს მის გატანას. ის, თუ სად განახორციელებს შპს „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება და სცდება ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შპს „სოლიდუსს“ მიღებული აქვს სპეციალური თანხმობა, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა.

გვსურს მკაფიოდ განვმარტოთ, რომ შპს „რეპსოლი“ სრულად იცავს საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო რეგულაციებს. შესაბამისად, მედიასაშუალებებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა". - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics