|
2019-07-11 12:14:41, 1100 ნახვა
საზოგადოება
რუსლან აბაშიძე სახალხო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური საგის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალისა“ და სახალხო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური საგის“ ხელმძღვანელ ნათელა დუმბაძეს, მოძრაობის წარმომადგენლებსა და აჭარაში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლებს შეხვდა. შეხვედრაზე ნათელა დუმბაძემ ისაუბრა ქართულ-აფხაზური საგის საქმიანობის შესახებ, ასევე ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე. რუსლან აბაშიძემ ძირითადი აქცენტები ქართველებისა და აფხაზების შერიგების პროცესში სამშვიდობო ინიციატივებზე და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე გააკეთა. დაისახა გეგმები ერთობლივ სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. სახალხო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური საგა“, სახალხო დიპლომატიის კუთხით 10 წელიწადზე მეტია აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ჩართულობით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. მათი მიზანია აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ფართო ჩართულობით, გამოინახოს გზები დროებით გაუცხოებულ, ენგურსგაღმა დარჩენილ საქართველოს ძირძველ კუთხესა და აფხაზების ისტორიულ ოჯახში დასაბრუნებლად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე რაც ამ ორგანიზაციამ განახორციელა არის ის, რომ ფერიისა და ბათუმის №14 საჯარო სკოლაში კლასები ჩამოაყალიბეს, სადაც აფხაზური ენის შესწავლაა შესაძლებელი.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)