|
2019-07-10 11:42:43, 820 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
„საქართველოს ბანკმა“ განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ქუთაისში, სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე ჩატარებული შეხვედრის მთავარ მიზანს ახალგაზრდებისთვის იმ შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა, რომელსაც ბანკი აძლევს განათლების მიღების მსურველებს. აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა, მომავალმა მაგისტრებმა მიიღეს ყველა საჭირო ინფორმაცია ჩივნინგისა და ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამებზე, სან-დიეგოსა და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის დაფინანსების შესაძლებლობებზე, ასევე, Social Impact Award-ის, TEDx-ის საერთაშორისო პროექტებზე, სოციალური საწარმოების საგრანტო კონკურსზე. შეხვედრაზე მისულ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება, იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება განახორციელო საკუთარი იდეები და გამოიყენო განათლებით მიღებული უსაზღვრო შესაძლებლობები, გაუზიარეს საქართველოს ბანკის სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სოციალური პროექტების გამარჯვებულებმა. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს განათლების ექსპერტის, პაატა პაპავას ვორკშოპში- „დაიჯერე შენი შესაძლებლობების“. ახალგაზრდებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები არის საუკეთესო შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რათა გაიზიარონ საუკეთესო გამოცდილება, დაისახონ მიზნები, იდეები და საბოლოოდ განახორციელონ საკუთარი ოცნებები. „საქართველოს ბანკი“, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, წლებია მხარს უჭერს განათლებას, აფინანსებს სამაგისტრო სტიპენდიებს დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე, აფინანსებს განათლებასთან დაკავშირებულ საინტერესო პროექტებს და თავადაც ქმნის მათ. ამ მიზნით, ბანკმა შექმნა სრულიად ახალი ვებ პლატფორმაც www.boe.ge, სადაც თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია მათთვის, ვისაც სურს განათლების მიღება და განვითარება.
(R)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)