|
2019-07-10 10:44:32, 1250 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი ჯაღმაიძე - R2-ის დასასრულის დასაწყისი, ეკლესიის დისკრედიტაციით დაიწყო
„ცხადი ხდება, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად ეს ტელევიზია [რუსთავი 2] მზად არის მრავალ ადამიანს, მთლიანად საქართველოს შეუქმნას პრობლემები“, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. დეკანოზის შეფასებით, „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმართული კამპანია რუსულ ნარატივს არ უნდა მიაწერონ, რადგან საზოგადოების აღშფოთება სამართლიანია. „დაახლოვებით ერთი წლის წინ „რუსთავი 2“ -ს საპატრიარქომ ბოიკოტი გამოუცხადა. დაუსრულებელ პროვოკაციულ, მტრულ და ცილისმწამებლურ კამპანიას საპატრიარქო მოთმინებით იტანდა წლების განმავლობაში, ხოლო როდესაც ღვთისმშობლისადმი შეურაცმყოფელ და მაცხოვარის მკრეხელურ მოხსენიებამდე მივიდა საქმე, მათთან თანამშრომლობა შეუძლებელი გახდა. უკანასკნელ დღეებში ცხადი ხდება, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად ეს ტელევიზია მზად არის მრავალ ადამიანს, მთლიანად საქართველოს შეუქმნას პრობლემები. საკუთარ თავზე აგრესიის გამოწვევის ტაქტიკა და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობა პირველად არ ხორციელდება მათი მხრიდან. შესაძლოა აქამდე ვინმეს მიაჩნდა, რომ რ2-ისადმი ბოიკოტი მხოლოდ მათი საპატრიარქოსადმი დამოკიდებულებით იყო განპირობებული, თუმცა უკვე ნათელია, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილი და ერთგვარი ფორმაა მთელი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიისა. საზოგადოებაში ამ გადაცემის გამო გამოწვეული ნეგატიური დამოკიდებულება, შეუძლებელია რაიმე რუსულ ნარატივს მიაწეროს ვინმემ. ამ მცირე სიუჟეტში რ2-მა ქართული კულტურისა და ეთიკისათვის, სრულიად მიუღებელი სულმდაბლობის, გამოვლინება მოახერხა, მკრეხელობაზე მეტი რომ აღარაფერი ვთქვათ. ეს რ2-ის დასასრულის დასასრულია, დასასრულის დასაწყისი, კი ეკლესიის ღია დისკრედიტაციით დაიწყო“, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)