01:19 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 15:06:20, 1537 ნახვა

საზოგადოება
იღუმენია თამარი: იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან ბრძოლა?!

„ვერავინ ვერ დამაჯარებს, რომ „რაინდი“ საპატრიარქოს გარეშე ახდენს პროვოცირებას მოქალაქების დაპირისპირებაში“, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის იღუმენია თამარ გამყრელიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

იღუმენია გამყრელიძე პარლამენტის წინ ლევან ვასაძის და მმკ-ს მიერ ორგნიზებულ ძალადობრივ აქციას გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, საპატრიარქომ თავისივე წიაღში უნდა აღმოფხვრას მამათმავლობა.

„ვასაძე ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მხოლოდ პატრიარქის კურთხევით ჩაერთვებოდა პოლიტიკურ პროცესებში, და დღეს ვერავინ ვერ დამაჯარებს, რომ „რაინდი“ საპატრიარქოს გარეშე ახდენს პროვოცირებას მოქალაქების დაპირისპირებაში!!! (გადაახვიეთ არქივი) „მორწმუნე მრევლო“ არამგონია ღვთისმშობლისთვის სათნო იყოს თქვენი ლოცვა-ვედრება! იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან ბრძოლა?!  ეკლესია უნდა იყოს ერის გამაერთიანებელი და არა გამყოფი! როდემდე უნდა გააგრძელოთ ოკუპანტის მსახურება?! მართმადიდებლობის სახელით და ზნეობის დაცვის მოტივით ამაზრზენია სამშობლოს ღალატი!!!“ - წერს იღუმენია თამარ გამყრელიძე.   





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics