01:19 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 16:17:26, 851 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს შეხვედრას მასპინძლობს

პირველად საქართველოში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „სიგრე საქართველოს“ ორგანიზებით დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის (SEERC) მმართველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) შეხვედრა წელს პირველად გაიმართა საქართველოში. ამ მიზეზით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა აღნიშნული გაერთიანების მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები, მათ შორის, ტექნიკურ სამუშაო ჯგუფებში ექსპერტების შერჩევა თითოეული ქვეყნიდან, მომავალი კონფერენციის ორგანიზების საკითხები, რეგიონალური კითხვარის საბოლოო ვარიანტის შემუშავება და სხვა. შეხვედრის ძირითად თემებში, ასევე, შედიოდა განახლებადი ენერგიის ქსელში ინტეგრაცია, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების ტემპები და მათი დაბალანსების საშუალებები. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს ახალციხის კონვერტორული სადგური, რომლის ანალოგიც ამიერკავკასიაში არ არსებობს.

2018 წლიდან „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ CIGRE-ს ოფიციალური წევრია, რაც CIGRE-ს მკვლევართა ჯგუფებში ქართველი ინჟინრებისა და ექსპერტების მონაწილეობას გულისხმობს. იმავე წელს სსე-ის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, საქართველოში CIGRE - საქართველოს ეროვნული კომიტეტი ჩამოყალიბდა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ტექნიკური ცოდნისა და მონაცემების გაზიარებას ელექტროენერგეტიკის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სფეროში.

CIGRE-საქართველო არის პირველი ეროვნული კომიტეტი, რომელიც რეგიონის მასშტაბით შეიქმნა.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics