|
2019-07-08 15:50:55, 1024 ნახვა
საზოგადოება
ია კერზაიას შვილი - ვითხოვ გახარიასთან ერთად იმ ადამიანების გამოკითხვას, ვინც დედაჩემის გათავისუფლება დაგეგმა
ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩან შენგელია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა, პროკურატურაში ყოფნისას აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ზუგდიდში ყოფნის დროს, განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დაავალა მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების სამსახურის შესვლა. „ჩვენ მივაწოდეთ პროკურატურას ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც ასახავს ამ თათბირის მიმდინარეობას, ასევე, მასში მონაწილე პირების ვინაობას და შესაბამისად, ვითხოვთ პროკურატურისგან გამოიკითხოს ყველა ეს პირი შს მინისტრთან ერთად, რომლებიც უკვე დაადასტურებენ ამ ფაქტს და შესაბამისად, თუ გაცემული მსგავსი ტიპის დავალება, რაც არის უკანონო, ბუნებრივია, შესაბამისად, ვითხოვთ უკვე შს მინისტრის პასუხისგებაში მიცემას“, - აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ. შეგახსენებთ, რომ ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ხელისუფლების მიერ მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)