|
2019-07-06 11:15:03, 962 ნახვა
საზოგადოება
ქართული ხორბლის ენდემური სახეობების გამრავლებისა და წარმოებაში დაბრუნების საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
„ქართული ხორბლის კულტურის (ხორბლის ენდემური სახეობებისა და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშები საქართველოში)“ იუნესკო-ს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ შეტანისთვის გარკვეული მოთხოვნების შესრულების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და ქართული ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ლალი მესხმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება დარგის ექსპერტებით, სახელმწიფო უწყებებისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებისგან შემდგარი ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების დაცვის სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რათა ქართულმა ხორბალმა მსოფლიოში დამსახურებული აღიარება მოიპოვოს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, ქართული სახეობებისა და ენდემური ჯიშების გამრავლება-გამოყენების ხელშეწყობა სამინისტროსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. „ქართულ ენდემურ ჯიშებს უნიკალური თვისებები ახასიათებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ენდემური სახეობების, სუფთა ჯიშის სათესლე მასალის წარმოებას და კერძო სექტორში გავრცელებას. ეს ხელს შეუწყობს როგორც ენდემური ჯიშების გამრავლებას, პოპულარიზაციას და წარმოებაში დაბრუნებას, ასევე პურის ცხობის ტრადიციების და წეს-ჩვეულებების აღდგენას, რაც ქვეყანაში აგროტურიზმს განავითარებს“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქართული ხორბლის ენდემური სახეობების სათესლე მეურნეობების შექმნის, გავრცელებისა და კომერციალიზაციის საკითხებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნოდარ ხატიაშვილი ესწრებოდა. 2018 წლის სექტემბერში, „ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და არამატერიალური მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში იქნა შეტანილი. 2019 წლის 25 მარტს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქართული ხორბლის კულტურას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. „ქართული ხორბლის კულტურას (ხორბლის ენდემური სახეობებისა და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშები საქართველოში“) სახელმწიფო იუნესკო-ს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგენს. საქართველოში დაფიქსირებულია ხორბლის 14 სახეობა და 188 სახესხვაობა, რაც ასეთი მცირე ფართობის მქონე ქვეყნისთვის უჩვეულო რაოდენობაა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)